Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

  დღევანდელი დღე, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო.   რადგან, დღეს მოხდა ინტელის სასწავლო კურსის სრული  განხილვა- შეჯამება. ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. ყურადღებით დავათვალიერეთ პორტფოლიო, შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მეტად საინტერესო და აქტუალური იყო . თითოეულმა მონაწილემ  ვისაუბრეთ საკუთარ პროექტზე, მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის მისამართით.საინტერესო იყო თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი, თუმცა რამდენიმე მათგანი განასაკუთრებით საინტერესო და აქტუალური იყო.კერძოდ , პროექტი- ,, წიგნიერების  დონის პრობლემა  მოზარდებში", რომელიც წარმოადგინა ქალბატონმა მანანა  ბერიკაშვილმა და  პროექტი- ,,არაფორმალური განათლება მოსწავლის მრავალმხრივი შეფასების საუკეთესო საშუალებაა",რომელიც წარმოადგინა ქალბატონმა გიული მახაჭაშვილმა. პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლა, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა აუცილებელი, მნიშვნელოვანი დეტალი კომპიუტერული უნარ - ჩვევების ფლობისა, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცეში და კვლევის დროს.
   პროექტებით სწავლების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი სკოლა. აღნიშნული კურსი კი ნამდვილად დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მხრივ, უკეთ  შემესწავლა და დავუფლებოდი კომპიუტერულ უნარ- ჩვევებს, რაც ესოდენ  საჭირო და აუცილებელია დღესდღეობით.
     და ბოლოს, უღემესი მადლობა ჩვენს ენერგიულ და შრომისმოყვარე ქალბატონ ქეთევან ცერაძეს,  რომელმაც ცოდნა და ენერგია არ დაიშურა, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც მას გამოარჩევს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს.აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ, რაც, საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესის  საინტერესოდ წარმართვას  შეუწყობს ხელს.

Friday, July 13, 2018

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ  განვლილი მასალის გამეორებით. გადავათვალიერეთ ასატვირთად  გამზადებული მასალა  და შევასწორეთ შეცდომები. განვიხილეთ როგორ იქმნება ფასილიტაციის  რესურსი,   მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო  და დავარქვით თითოეულ საქაღალდეს თავისი სახელი .   შემდეგ, ვისწავლეთ დრაივიდან როგორ გადავიტანოთ და განვათავსოთ პროექტი  ბლოგზე.
   დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრეგიგნი დავიწყეთ  წინა დღეს  განხილული საკითხების  გამეორებით. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.მოვიფიქრეთ განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლისთვის განკუთვნილი დავალება. განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები: აპარატული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები.
  აღნიშნული  ტრენინგი  საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწავლეებთან. იმედი მაქვს, პროექტზე მუშაობა დაეხმარება მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.

Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მე-6 დღეც, ჩვეულებისამებრ, შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს,შევქმენით მოსწავლეთა  პრეზენტაციის ნიმუში.აგრეთვე,  გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ სხვადასხვა გეგმის ნიმუშებს . 
 დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან  საინტერესო.  მიღებულ ცოდნას სიამოვნებით  გავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში .

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი, ჩვეულებისამებრ წინა მასალის გამეორებით  დავიწყეთ. განვიხილეთ საავტორო უფლებები და   პროექტისათვის გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები   და გავუკეთეთ  კომენტარები.ასევე,  გავეცანით გაჯეტებს და შევისწავლეთ მისი ჩასმა, რედაქტირება და წაშლა მოსწავლის ბლოგზე.
 დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს- ქალბატონ ქეთის.

Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

 ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ  შესწავლილი მასალის გამეორებით.მოხდა საშინაო დავალების გამოკითხვა. გავეცანით  და ვისაუბრეთ პროექტის შეფასების მეთოდებზე ეტაპობრივად. ასევე შევისწავლეთ სლაიდების შექმნა.
 ტრენინგი იყო სასარგებლო და საინტერესო.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით .მოხდა საშინაო დავალების გამოკითხვა. გავეცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ , თუ როგორ უნდა დავსახოთ პროექტის მიზნები, ასევე, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
 აღნიშნული ტრენინგი იყო საინტერესო.

  

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ,  შესწავლილი მასალის გამეორებით.მოხდა საშინაო დავალების გამოკითხვა. გავეცანით  და ვისაუბრეთ არჩეული პროექტების სახელწოდებებზე.
  აღნიშნულ ტრენინგზე,  გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს, ასევე  შევისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტების შექმნა და  მისი შენახვა დრაივში.
   დღევანდელ ტრენინგზე შესწავლილი მასალა იყო საინტერესო.