დღევანდელი დღე, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო. რადგან, დღეს მოხდა ინტელის სასწავლო კურსის სრული განხილვა- შეჯამება. ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. ყურადღებით დავათვალიერეთ პორტფოლიო, შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მეტად საინტერესო და აქტუალური იყო . თითოეულმა მონაწილემ ვისაუბრეთ საკუთარ პროექტზე, მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის მისამართით.საინტერესო იყო თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი, თუმცა რამდენიმე მათგანი განასაკუთრებით საინტერესო და აქტუალური იყო.კერძოდ , პროექტი- ,, წიგნიერების დონის პრობლემა მოზარდებში", რომელიც წარმოადგინა ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა და პროექტი- ,,არაფორმალური განათლება მოსწავლის მრავალმხრივი შეფასების საუკეთესო საშუალებაა",რომელიც წარმოადგინა ქალბატონმა გიული მახაჭაშვილმა. პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლა, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა აუცილებელი, მნიშვნელოვანი დეტალი კომპიუტერული უნარ - ჩვევების ფლობისა, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცეში და კვლევის დროს.
პროექტებით სწავლების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი სკოლა. აღნიშნული კურსი კი ნამდვილად დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მხრივ, უკეთ შემესწავლა და დავუფლებოდი კომპიუტერულ უნარ- ჩვევებს, რაც ესოდენ საჭირო და აუცილებელია დღესდღეობით.
და ბოლოს, უღემესი მადლობა ჩვენს ენერგიულ და შრომისმოყვარე ქალბატონ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც ცოდნა და ენერგია არ დაიშურა, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც მას გამოარჩევს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს.აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ, რაც, საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვას შეუწყობს ხელს.